პროექტი „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით"

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 15 იანვრიდან  ამოქმედდა ERASMUS+–ის სამწლიანი საგრანტო პროექტი ,,სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning -  Love Distance). პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, არახელსაყრელ პირობებსა და პერიფერიულ ადგილებში მყოფი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ინკლუზიური უმაღლესი განათლების წვდომასა და ხარისხის გაუმჯობესებას ისრაელსა და საქართველოში. პროექტის კოორდინატორია პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (IPP), საქართველოდან კი პროექტში ბსუ-სთან ერთად, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

16-17 იანვარს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Love Distance-ს პროექტის კონსორციუმის პირველი ეროვნული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თესაუ-ს და ისუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბსუ-დან პროექტში ჩართულმა პერსონალმა - ანზორ ბერიძემ, ამირან შარაძემ და ნანა მაკარაძემ. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა