აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებზე, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობთ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრტასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვევითი ინსტიტუტი.
მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი არ შეჩერებია.
უკან |