სამეცნიერო კონფერენცია „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“ ჩატარდა ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე. სესიაზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს 1918 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: „1918 წლის 26 მაისი მის თანამედროვეთა აღქმებსა და შეფასებებში“, „დამოუკიდებლობის აქტით დეკლარირებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლობის ძირითადი მიმართულებანი (1918-1921)“, „ბათუმის საკითხი 1918 წლის მარტის ტრაპიზონისა და მაისის ბათუმის კონფერენციებზე“, „დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე (კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები)“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა