სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო მობილობის პროცესი!

1) სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (www.students. emis.ge)  გაიაროს  რეგისტრაცია  2020 წლის  31 ივლისიდან  19 აგვისტოს  ჩათვლით.

2) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველებმა,  2020 წლის 26, 27, 31 აგვისტო, 1 სექტემბერი, 10 საათიდან 17 საათამდე,   ბსუ–ს კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ         ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია ბსუ-ს კანცელარიაში იწარმოებს 2020  წლის   7, 8, 9  სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

საკონტაქტო პირი    577 44 54 00

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა