2020-2021 სასწავლო წელისათვის ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურაში მიმღებ კომისიაში, 2020 წლის 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, 1-ლი კორპუსი, ოთახი №19.
2. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2020 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.
3. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს პირველ კორპუსში (მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35) შემდეგი განრიგით:
3.1. მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2020 წლის 10 სექტემბერი (დაწყების დრო: I ცვლა - 1000 საათი, II ცვლა - 1400 საათი; III ცვლა- 1700 საათი);
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2020 წლის 11 სექტემბერი;
3.3.. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2020 წლის 14 სექტემბერი 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს კანცელარიაში.
3.4.. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2020 წლის 15 სექტემბერი.
3.5. მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2020 წლის 17 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო: I ცვლა - 1000 საათი, II ცვლა - 1400 საათი; III ცვლა- 1700 საათი):
3.6.. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2020 წლის 18 სექტემბერი;
3.7.. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2020 წლის 21 სექტემბერი 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს კანცელარიაში.
3.8. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2020 წლის 22 სექტემბერს.
4. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 23 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
5. მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება ადმინისტრაციული რეგისტრაცია-სწავლის საფასურის გადახდა (სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, არანაკლებ 800 ლარისა). 2020 წლის 24, 25 სექტემბერი 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, 1-ლი კორპუსი, ოთახი №19.
დანართი 1ბრძანება 01-02-99
უკან |