2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №01-02/100 .14.08..2020)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
ბსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2020-2021 სასწავლო წლისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №01-02/100. 14.08.2020)
- საბუთების მიღება - 31 აგვისტო--4 სექტემბერი;
- გამოცდა ინგლისურ ენაში -11 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში/გასაუბრება - 18 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 22 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 23 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება,ადმინისტრაციული რეგისტრაცია-სწავლის საფასურის გადახდა (სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, არანაკლებ 1000 ლარისა) დოქტორანტობის კანდიდატებთან - 24, 25 სექტემბერი;
- ფაკულტეტების მიერ სასწავლო პროცესის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ. შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, 1-ლი კორპუსი, ოთახი №19).
- განცხადება ბსუ-ს რექტორის სახელზე;
- დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა შევსებული;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის -ბსუ-ს მიერ დამოწმებული, 2020 წელს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის-ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სადოქტორო პროგრამის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 14 10 70
განცხადება/დანართი
უკან |