ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია

სურათი

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია ბსუ-ს პროექტი  „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა", რომელიც წარადგინა მალხაზ ნაკაშიძემ.  საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე Jean Monnet-ის პროფესორი გახდა და მიენიჭა Jean Monnet-ის კათედრის ხელმძღვანელის სტატუსი 3 წლის ვადით.

პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პირველი Jean Monnet-ის კათედრა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ევროპული ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელებას. კათედრის გახსნა ითვალისწინებს სამი ახალი სასწავლო კურსის დანერგვას, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კვლევების განხორციელებას.

ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა