"Covid19-ით” გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“

სურათი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე:  „Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე უმაღლესი განათლების სფეროში კორონავირუსით  გამოწვეულ კრიზისის დაძლევის გზებზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სირთულეებზე  ისაუბრეს. კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე განხილული იყო კორონავირუსით  გამოწვეული კრიზისის გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხები და ადმინისტრირების თვალსაზრისით არსებული სირთულეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ცვლილებებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში, კლასტერული აკრედიტაციის/ინსტიტუციური აკრედიტაციის როგორც ფინანსების და ადამიანური რესურსის დაზოგვის ერთ-ერთ წინაპირობაზე,  დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებში.

დისკუსიის ბოლოს თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა, რომელიც   იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum”  ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების  უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა.  რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა