ბსუ-ს პირველკურსელთა რეგისტრაცია!

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების (შემდეგში ,,პირველსემესტრელები“) რეგისტრაცია (ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია - სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით 2020 წლის 7 სექტემბრიდან 16  სექტემბრის ჩათვლით (კვირის გარდა) პერიოდში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35/რუსთაველის ქ. №32 (შესასვლელი ბულვარის მხრიდან), ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი.

ა) 2020 წლის 7 სექტემბერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (ქართული ფილოლოგია; ისტორია; ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; ფრანგული ფილოლოგია; რუსული ფილოლოგია; თურქული ფილოლოგია; თარგმანმცოდნეობა; ფილოსოფია; თურქეთისმცოდნეობა)  ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

ბ) 2020 წლის სექტემბერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა) ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

გ) 2020 წლის 9 სექტემბერი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბიოლოგია; ეკოლოგია; გეოგრაფია; ქიმია; ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია) ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

დ) 2020 წლის 10 სექტემბერი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (მათემატიკა; ფიზიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა) ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

ე) 2020 წლის 11  სექტემბერი - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (სამართალმცოდნეობა; ევროპისმცოდნეობა; ფსიქოლოგია; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა)  ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

 ვ) 2020 წლის 12 სექტემბერი - ტექნოლოგიური ფაკულტეტისაგანმანათლებლო პროგრამებზე (მშენებლობა; ტელეკომუნიკაცია;  არქიტექტურა; აგრონომია; სასურსათო ტექნოლოგია) ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

ზ) 2020 წლის 14 სექტემბერი - ტურიზმის ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამაზე (ტურიზმი) ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის;

თ) 2020 წლის 15-16 სექტემბერი - ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული იმ პირებისათვის, რომლებიც ვერ შეძლებენ რეგისტრაციის გავლას ამ პუნქტის ,,ა-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ვადებში.

 

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, ასევე ელექტრონულად (ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფორმატში, СD დისკზე) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:  

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (შესაძლებელია ეტაპობრივად გადახდა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე: 

  • არანაკლებ 800 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო პროგრამული დაფინანსებით სწავლის უფლება;
  • არანაკლებ 340 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
  • არანაკლებ 200 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი.

ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე, უფლებამოსილია, ნაცვლად სწავლის საფასურის გადახდის ქვითრისა, წარმოადგინოს აღნიშნულის  დამადასტურებელი ცნობა, გაცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოდან. დადგენილება №536

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289. გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური. 

ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად, ბსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

COVID - 19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მკაცრად დაიცვან თარიღები  და ბსუ-ში გამოცხადდნენ პირბადით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე - 593 40 93 98;

რეგისტრაციისას დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე, შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე.

2020 -2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს!

  ბრძანება № 01-02/107
  დადგენილება №536

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა