- საგამოცდო ბარათები მზად არის და მათი მიღება შესაძლებელია პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ონლაინ დარეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ ამობეჭდოთ ვებ-გვერდიდან: vet.emis.ge
- ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, ტესტირების თარიღი და სხვა დეტალები.
- ბარათის მისაღებად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე თან უნდა იქონიოთ:
- პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი, ხოლო ასეთის არ ქონის შემთხვევაში - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი:
- საგამოცდო ბარათი;
- პირბადე;
- საწერი კალამი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 32/35; ტელ: 591 95 76 62.
უკან |