დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოვიდუსაფრთხოების წესების დაცვით პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პარალელურად სტუდენტები საკონსულტაციო ცენტრში ღებულობენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე, შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე.
რეგისტრაცია გრძელდება 16 სექტემბრის ჩათვლით.
უკან |