სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს სტუდენტთა დაფინანსების კონკურსს სოციალური პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული:

  •  მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
  •  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;
  •  აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
  •  ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები
  • ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სტუდენტები

სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრის 9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მითითებულ ბმულზე:

https://www.mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo

 

  დადგენილება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა