ბსუ მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციას აგრძელებს!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021  სასწავლო წელისათვის დამატებით აცხადებს მიღებას   მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურის მიმღებ კომისიაში, 2020 წლის 17-18 სექტემბერს,  10:00 საათიდან 17:00 საათამდე  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35,  1-ლი  კორპუსი, ოთახი №19.

 მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2020 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

  ბრძანება 01-02-118

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა