ძვირფასო პირველკურსელებო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და პირველკურსელთა რეგისტრაციას აგრძელებს. ბსუ-ში ჩარიცხვის მქონე აბიტურიენტებს რეგისტრაციის (ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) გავლა შეუძლიათ 18 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35/რუსთაველის ქ. №32 (შესასვლელი ბულვარის მხრიდან), ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი.
ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირები (აბიტურიენტები), რომლებიც გართულებული ეპიდემიური სიტუაციის გამო, 18 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებიან საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად. კერძოდ, ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2020 წლის 18 სექტემბრისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადება წარმოადგინონ ბსუ-ს ოფიციალურ ფოსტაზე - info@bsu.edu.ge (იხილეთ განცხადების ნიმუში) და დაურთონ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები, ხოლო ამ დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2020 წლის 28 სექტემბრისა, ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით და გამოცხადდნენ ხელშეკრულების გასაფორმებლად (ხელმოსაწერად) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ოფისში.
განცხადების ფორმაბრძანება
უკან |