ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

სურათი

2020 წლის შემოდგომაზე პროფესიული ტესტირების შედეგად ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვე­ბულმა აპლიკანტებმა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია (შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35/რუსთაველის ქ. №32, შესასვლელი ბულვარის მხრიდან, ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი):

ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,ბუღალტრული აღრიცხვის“, ,,საბიბლიოთეკო საქმის“, ,,მებაღეობის“,  და ,,სატყეო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი - ,,მეფუტკრეობის“, ,,საფინანსო სერვისების“ და ,,ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (პირმა, რომელმაც  განათლება  მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ: გთხოვთ გაეცანით ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის  2019 წლის 08 თებერვლის N01-02/11 ბრძანებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ. 577 49 19 39


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა