ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად (იხილეთ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გამოცდის სტრუქტურის შესახებ).
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებები:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- გეოგრაფია;
- ისტორია;
- სამოქალაქო განათლება;
- სპორტი;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან სრული ზოგადი და შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტმა 2020 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: info@bsu.edu.ge , pdf ფორმატში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული დანართი 1-ის და დანართი 2-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
დ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ასლი; (2020 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტები ვალდებული არიან წარმოადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მატერიალური სახით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 26 სექტემბერს წერითი ფორმით, დისტანციურად. (დეტალური ინფორმაცია გამოცდის საორგანიზაციო საკითხებზე გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ).
გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 28 სექტემბერს .
საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 29 სექტემბერს ელექტრონულ ფოსტაზე: info@bsu.edu.ge;
საპრეტენზიო განცხადებების განხილვა მოხდება 2020 წლის 30 სექტემბერს;
გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 1 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2020 წლის 2-3 ოქტომბერს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის ოფისში ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, ბსუ-ს მე-2 კორპუსი, ოთახი N213.
ხელშეკრულების გაფორმებისთვის სავალდებულოა აპლიკანტის მიერ ბაკალავრის/მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და რეგისტრაციისას ელექტრონულად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენა.
საკონტაქტო პირი: ლელა თავდგირიძე პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.
ტელ: (+995) 577 97 93 79
აპლიკანტთა რეგისტრაციის შესახებ
ინფორმაცია გამოცდის სტრუქტურის შესახებ
დანართი 1
დანართი 2
უკან |