დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში  ჩატარდება დისტანციურად, შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

1. გამოცდა - 2020 წლის 7 ოქტომბერს და შედეგები გამოცხადდეს იმავე დღეს - 2020 წლის 7 ოქტომბერს  (ბსუ-ს ვებგვერდზე);

2 გამოცდის შედეგზე საპრეტენზიო განცხადებების ელექტრონულად წარმოდგენა ბსუ-ს ოფიციალურ ფოსტაზე (info@bsu.edu.ge) - 2020 წლის 8 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათის ჩათვლით;

3  საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს - 2020 წლის 8 ოქტომბერს და შედეგი ეცნობოს კანდიდატს (მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

4. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდეს დისტანციურად (გამოცდა/გასაუბრების დაწყების დრო და  გამოცდის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე ,,განცხადებების“ ველში), შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

4. 1. გამოცდა - 2020 წლის 9 ოქტომბერს და შედეგები გამოცხადდეს იმავე დღეს - 2020 წლის 9 ოქტომბერს  (ბსუ-ს ვებგვერდზე);

4.2. გამოცდის შედეგზე საპრეტენზიო განცხადებების ელექტრონულად წარმოდგენა ბსუ-ს ოფიციალურ ფოსტაზე (info@bsu.edu.ge) -   2020 წლის 12 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათის ჩათვლით;

4.3  საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს 2020 წლის 12 ოქტომბერს და შედეგი ეცნობოს კანდიდატს (კანდიდატის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა