გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გურამ ვარშალომიძე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ვარშალომიძემ დიდი წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდაში, ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მკვლევარის სამეცნიერო ინტერესებს წარმოადგენდა სამთო და გეოინჟინერია, კერძოდ, ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიების კვლევა და ნანოტექნოლოგიები.
უკან |