ბსუ-ს ახალ სასწავლო კორპუსში ტექნოპარკი გაიხნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ სასწავლო კორპუსში  ტექნოპარკი გაიხსნა. ტექნოპარკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძესთან ერთად გახსნეს.

ტექნოპარკი რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპიდეები. ტექნოპარკი ქმნის ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც გამიზნულია, ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წევრებმა ასევე დაათვალიერეს  უნივერსიტეტის ახალ სასწავლო კორპუსში განთავსებული ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი.

პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის თანამედროვე სტანდარტების სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას,  რომელიც 320 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნა ყველა ის აუცილებელი გარემო, რაც საჭიროა პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის: ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. მოეწყო ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მოემსახურება პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადებას და სხვა სახის ტრენინგების ჩატარებას.

ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის ა.რ. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარი გამოიყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა