2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქციით სოლიდარობა გამოუცხადა 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომლის შემდეგაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ბსუ-ში ოპერაცია განახორციელეს. სპეცრაზმელები უნივერსიტეტში შემოიჭრნენ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბიეს, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურებს მომხდარის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად.
უკან |