„COVID -19“-ის ზედამხედველობისა და მართვის ონლაინ ტრენინგები ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს   რეკომენდაციითა  და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით 5-7 ნოემბერს ონლაინ ტრენინგ-კურსი  ,,ახალი კორონავირისული დაავადება COVID-19 - ადაპტირებული სწავლების კურსი  სტუდენტებისთვის’’ ჩატარდა.  კურსის პროგრამა   ბსუ-ს პროფესორმა  სოფიო ბერიძემ მოამზადა. ტრენინგი მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნას და საჭიროების შემთხვევაში  სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით გამოწვეული დაავადების მართვაში დახმარებას ითვალისწინებდა.

სალექციო კურსებს უძღვებოდნენ:

  • ნინო გუგუშვილი - NCDC, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის უფროსი
  • სოფიო ბერიძე  -  ბსუ-ს პროფესორი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ხარისხის  დირექტორი, თერაპევტი
  • ესმა იმერლიშვილი -  ბსუ-ს მოწვეული მასწავლებელი, ინფექციონისტი 
  • თეა ქოიავა- ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი, მიკრობიოლოგი

ტრენინგის ფარგლებში, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებთან  ჩატარდა   განათლების  სამინისტროს მიერ მოწოდებული  7 ვიდეო ლექციის ჩვენება-განხილვა, მათ ასევე მიეწოდათ   სასწავლო მასალები - „Covid 19“ -ის ზედამხედველობის  პრინციპები“.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბსუ-ს სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტი სხვადასხვა კლინიკასა და ლაბორატორიაში PCR დიაგნოსტირებაზე, თერმოსკრინინგსა და კარანტინში მყოფებისთვის მუშაობენ. ტრენინგის გავლის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზას სტუდენტები ეტაპობრივად შეემატებიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა