სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო გარე მობილობის პროცესი!

სურათი

1) სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (www.students.emis.ge)  გაიაროს  რეგისტრაცია  2021 წლის 28 იანვრიდან  8 თებერვლის  ჩათვლით და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს „საქართველოს ბანკში“.

2) სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, 2021 წლის 12, 13 14 თებერვლის 17 საათამდე ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე-info@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწ­მე­ბული ასლი;

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ; 

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია ბსუ-ს კანცელარიაში (ბსუ-ს მიერ  აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) და  მოთხოვნილი დოკუმენტაციის დედნების (კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები) წარმოდგენა ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტში 2021  წლის   16, 17 თებერვლის 17 სთ-მდე.

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

საკონტაქტო პირი-577 44 54 00

  განცხადების ფორმა
  ბრძანება 01-02-02
  ბრძანება 01-02-152

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა