“განათლების” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო რიგგარეშე მობილობის პროცესი

  1. აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველმა,  ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ,,განათლება“  სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ს, სტუდენტებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ერთობლივ „განათლების მეცნიერებები“ სადოქტორო საგანმანათლებლო  პროგრამაზე  (9 ვაკანტური ადგილი) ჩარიცხვის უფლების მოპოვებისათვის,  2021 წლის 27,28,29  იანვრის ჩათვლით  ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე-info@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;
  • ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ; 
  • სასწავლო ბარათი (სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტის მითითებით);
  • დოქტორანტის სავარაუდო ხელმძღვანელ(ებ)ის თანხმობის წერილი;
  • სადოქტორო თეზისის კვლევის ანოტაცია (საკვლევი თემის პრობლემა, აქტუალობა, კვლევის მეთოდები და პრაქტიკული ღირებულება-არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • დოქტორანტი ვალდებულია მმართველის საბჭოს წინაშე წარმოადგინოს საკვლევი თემის ანოტაცია ინგლისურ ენაზე.
  1. შიდა რიგგარეშე მობილობის  ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
  • დოკუმენტაციის მიღება - 2021  წლის 27,28, 29   იანვარი;
  • გასაუბრება-2021 წლის 1, 2, 3, 4, 5 თებერვალი;
  • ათვისებული კრედიტების აღიარება-2021 წლის 15 თებერვალი;
  • კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება-2021 წლის 16, 17 თებერვალი;
  • მობილობის წესით ჩარიცხვის  ბრძანების მომზადება 2021 წლის 19 თებერვალი.

საკონტაქტო პირი-577 44 54 00

  განცხადების ფორმა
  ბრძანება 01-02-07

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა