მე-6 სტუდენტური სეზონი:
“წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ.
2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც “წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა.
გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. გუნდის თითოეული წევრი 2020-2021 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი.
2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.
3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.
რეგისტრაციის დასრულების თარიღი - 05.02.21
პირველი არხი პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!
“წიგნების თაროს” შესახებ
“წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
თამაში 3 ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე გუნდები 9 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
მეორე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი სტუდენტი მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
საკონტაქტო პირი: 598 49 19 56 - ანი
უკან |