დაიწყო შიდა მობილობის პროცესი!

1) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2021  წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის ჩათვლით  ბსუ-ს პორტალის-portal.bsu.edu.ge-ს მეშვეობით უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;  

2) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2021  წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის ჩათვლით  ბსუ-ს პორტალის-portal.bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;  

დ)  ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

ე) ცნობა ბსუ-ში სწავლის ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ ან სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, თუკი პირს ერიცხება სწავლის საფასურის დავალიანება.

3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში (ბსუ-ს მიერ  აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ)  2021  წლის   27 თებერვალი, 1, 2 მარტი;

4) ფინანსური დავალიანების სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის დროისათვის მას არ ერიცხება ფინანსური დავალიანება

საკონტაქტო პირი    577 44 54 00

  განცხადება
  01-02/16
  01-02/18

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა