2021 წლის 18-19 ივნისს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2021. სტუდენტმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის 2021 წლის 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით portal.bsu.edu.ge-ზე უნდა დაარეგისტრიროს სამეცნიერო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი-გვარი (აკადემიური თანამდებობის მითითებით).
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:
portal.bsu.edu.ge - ის - კარიერული ოფისი - კონფერენციები - საუნივერსიტეტო კონფერენცია
საპრიზო კატეგორიები:
I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 100 ლარი;
III ადგილი 50 ლარი.
I, II და III კატეგორიაში გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;
სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2021 წლის 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
- 2021 წლის 8 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
- 2021 წლის 12 ივნისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;
- 2021 წლის 18-19 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
- 2021 წლის 22-23 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
კონფერენციის ორგანიზატორები:
- სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
- სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ;
- ბსუ-ს ფაკულტეტები;
- სამეცნიერო კვლევების სამსახური.
კონტაქტი: sss@bsu.edu.ge
დანართი 2
დანართი 3
უკან |