ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე შეხვდა. ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პრიორიტეტები განსაზღვრეს. დაიგეგმა ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების და გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა (AUF) და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინე გიორგაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია სურგულაძე.
უკან |