ეგერია სოლუშენსსა და კონრად ადენაუერის ფონდთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ორგანიზაცია ეგერია სოლუშენსსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს პროექტის „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მომზადდება  ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე არაპროფილური ფაკულტეტების სტუდენტებისთვის და დაინერგება ბსუ-ში. პროექტს ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ეგერია სოლუშენსი ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა დონათან ნოვაკიმ, ორგანიზაცია ეგერია სოლუშენის დირექტორმა ირინა ფრუიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირაკლი გორგილაძემ პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.

სასწავლო კურსის სწავლების მიზნით, ბსუ-ს მიერ შერჩეული ორი ლექტორი გადამზადდება და მომზადდება სახელმძღვანელო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა