ბსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ხელშეკრულების მიზანია, ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ხელშეწყობით კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების პილოტირება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება განმავითარებელი შეფასება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების პროგრამებზე.

პილოტირების პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და დამსაქმებლები.
პილოტირების პროცესის დასრულების შემდეგ განზოგადებული შედეგები საჯაროდ განიხილება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

პილოტირების შედეგები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიღებული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების დაგეგმვისა და იმპლემენტაციის ეტაპებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა