უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში ,,მეცნიერება კაპიტანია“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი -2020" მარი სკლადოვსკა-კიურის კონკურსში "ევროპელ მკვლევართა ღამე" გამარჯვებულ პროექტს "მეცნიერება კაპიტანია" ახორციელებს. პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერთა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

საგრანტო პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან მეცნიერების, განათლების და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.captain2020.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში არსებული წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და მათ მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა ვიდეო ლექციები, მეცნიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკურსის შედეგები, კონფერენციების მასალები, ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გახსნილი ევროკავშირის სივრცეების შესახებ, აგრეთვე, სახალისო სამეცნიერო თამაშები.
ვებგვერდის ვიზიტორთა უკუკავშირის უზრუნველსაყოფად, მთავარი გვერდის ბოლოს ჩაშენებულია ონლაინ კითხვარები სათაურებით:
„ხმა მიეცით თქვენს რჩეულ ღონისძიებას!“
„გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები!“

აღნიშნულ კითხვართა მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ღონისძიება და ვიზიტორთა თვალით შეაფასოს ვებგვერდის შინაარსი და წარმოდგენილი მასალები.

გთხოვთ, შეხვიდეთ ვებგვერდზე და შეავსოთ კითხვარი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა