
14 აპრილს, 14:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ქართული ენის დღის“ კვირეულის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფის მონოგრაფიების ,,ტაო“ და ,,მარადიდი“ წარდგენა გაიმართება. პროფესორ-მასწავლებლებმა მონოგრაფიები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების ფარგლებში მოამზადეს.
უკან |