
ქართული ენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. 12 აპრილს, 12:00 საათზე ბსუ-ს აკადემიური საბჭო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს მზექალა შანიძეს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს. ასევე, ცნობილი ენათმეცნიერი „ქართული ენის დღის“ კვირეულის ფარგლებში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, წაიკითხავს მოხსენებას „ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხების“ შესახებ.
უკან |