9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

სურათი

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილეები თამარ სირაძე, ნათია წიკლაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

32 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს. 9 აპრილის ღამეს 21 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ქვეყანამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა