სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე), სარეზიდენტო პროგრამა  -  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“,  პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე), მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე) და სპეციალიზაციის პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (3 თვე).                                                       

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების    მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“;
2. სარეზიდენტო პროგრამა  -  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“.
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი  ან ცნობა;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“

ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების სააგენტოს   თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

4. სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“

ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2021 წლის 15 აპრილიდან    23 აპრილის   ჩათვლით, 10აათიდან 17საათამდე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა