ბსუ-ში ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული სამართლის სწავლების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული სამართლის სწავლების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ღონისძიება პროექტის ფარგლებში შედგა და უძღვებოდნენ საბაუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი დიმიტრი გეგენავა და საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი გორაძე. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მიერ და ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების პარტნიორობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა