ბსუ-ში ევროპის დღის აღსანიშნავად ახალი სასწავლო და კვლევითი სივრცე - ჟან მონეს კათედრა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღის აღსანიშნავად იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  ახალი სასწავლო და კვლევითი სივრცე - ჟან მონეს კათედრა გაიხსნა.  კათედრა მიზნად ისახავს რეგიონში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობას. სამი ახალი სასწავლო კურსის დანერგვას, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კვლევების განხორციელებას. კვლევით სივრცეში განთავსდება ლიტერატურა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ევროპული ღირებულებები, ევროპული ინტეგრაცია და საქართველო", რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა  ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ. ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.

ევროპის დღე  ყოველწლიურად აღინიშნება და უკავშირდება 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის პარიზში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. შუმანის ინიციატივის განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა