საქართველოში ბულგარეთის ელჩმა სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა

სურათი

ევროპის დღეები 2021"-ის ფარგლებში ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

100-მდე სტუდენტისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და თავის პრეზენტაციაში დეტალურად მიმოიხილა აღნიშნული პროცესის თანმდევი ისტორიული გარემოებები. ბულგარეთის ელჩმა თავის გამოსვლაში ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბულგარეთის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილებით. შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს პრორექტორი თამარ სირაძე, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე და უნივერსიტეტის ლექტორები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა