უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორი ჩაბა დიურიცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს აგრარული, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, სტიპენდიების ამოქმედებასა და ერთობლივი საჯარო ლექციების ჩატარებაზე. ასევე დაიგეგმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორთან ერთად, ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კორძაია, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან ჯაში და აგრარული მიმართულების ლექტორი მამუკა თურმანიძე.
უკან |