27-28 მაისს ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა“. კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით. სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი თუ საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლები, რომელთა მოხსენებები შეეხება ქალაქ ბათუმის წარსულისა და აწმყოს მნიშვნელოვან საკითხებს, სამომავლო პერსპექტივებს.
უკან |