ბსუ-ს სტუდენტების პროექტი „ფერადი უსაფრთხოება" სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის I კურსის სტუდენტების პროექტი ,,ფერადი უსაფრთხოება" სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსის გამარჯვებულია. მომავალმა სამართალდამცავებმა წარმატებას USAID-ისა და IFES-ის მიერ მხარდაჭერილი ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებში განხორციელებულ სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში მოიპოვეს. მასში ქვეყნის 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. საქართველოში საუკეთესო საზოგადოებრივი ჩართულობის პროექტი პირველკურსელმა სტუდენტებმა: ნიკა ინაიშვილმა, ცოტნე ქართველიშვილმა, ნონა კოჩალიძემ, ნიკა მამულაძემ და ხატია ლეონიძემ კარანტინის პერიოდში ბსუ-ს ლექტორის ზურა კვირკვაიას ხელმძღვანელობით განახორციელეს. ,,ფერადი უსაფრთხოება" მიზნად ისახავდა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის ხელშეწყობას, ცნობიერებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.

ბსუ-ს სტუდენტებმა პრობლემის გამოსაკვეთად ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა, გამოიკვეთა  საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის საკითხი. პროექტის ფარგლებში,  ახალგაზრდებმა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, აწარმოეს საინფორმაციოს კამპანია და შექმნეს ფეისბუქგვერდი „ფერადი უსაფრთხოება“. ასევე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები და ტესტირება.

პროექტის ეგიდით, სტუდენტებმა ბათუმის მე-6 საჯარო სკოლასთან ქუჩაზე გადასასვლელი ზებრა ორიგინალურად და სახალისოდ გააფერადეს. სიახლეს რეზონანსი მოჰყვა და ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეების თხოვნით, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მდებარე ქუჩაზე გადასასვლელი ზებრაც სხვადასხვა ფერით შეღებეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა