ბსუ-ში სტუდენტთა და მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში, სტუდენტთა და მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო სესია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

კონფერენცია  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაცო ბერიძემ,  პროფესორმა გული შერვაშიძემ, პროფესორმა ლელა თავდგირიძემ,  ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა და სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ გახსნეს.

სტუდენტთა და მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა