ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კინოკლუბი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  იურიდიული და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, იურიდიული კინოკლუბი გაიხსნა. ახალი საინფორმაციო სივრცე ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში კინოს, როგორც შემეცნებითი რესურსის, აქტიურ გამოყენებას. კინოკლუბი შესაძლებლობას მისცემს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს, ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილონ მხატვრულ ფილმებში წარმოჩენილი სამართლებრივი და სოციალური საკითხები, იმსჯელონ დემოკრატიულ იდეებისა და ლიბერალური ღირებულებების შესახებ, გამართონ საჯარო დისკუსიები და გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები.

საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ აპრობირებული, იურიდიული კინოს ნოვაციური საგანმანათლებლო მეთოდის დანერგვა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საინტერესო და კრეატიული სასწავლო რესურსით გაამდიდრებს. სამართლებრივი ასპექტების მხატვრული წარმოჩენა და პრაქტიკული ილუსტირება, სტუდენტებს, იურიდიული კვალიფიკაციისთვის აუცილებელი, პროფესიული უნარებისა და საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებაში დაეხმარება.

პროექტი ,,იურიდიული კინოს საგანმანათლებლო პლატფორმა“ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა