ძვირფასო სტუდენტებო,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ბსუ-ს ვებგვერდის საინფორმაციო ველის ყალბი ფოტო და დეზინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდების აუდიტორიაში ჩატარების შესახებ. გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, დასკვნითი გამოცდები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
უკან |