იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იმამურა აკირას ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ბსუ-რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა  და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა იაპონიის უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და საგანმანათლებლო პროექტებში და იაპონური ენის შესწავლის ხელშეწყობა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები“ და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა სტუმარს საჩუქრად გადასცა სამახსოვრო საჩუქარი, ძვ. წ. აღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული, აჭარაში აღმოჩენილი კოლხური გრავირებული ცულის მინიატურული მოდელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურამ ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული იაპონური ბაღი დაათვალიერა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა