კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინე ხანთაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში არჩევითი სასწავლო კურსის ,,სამოქალაქო საზოგადოების როლი“ ხელშეწყობასა და განვითარებას. კურსის მიზანია, შესაბამისი პროგრამების სტუდენტებს გააცნოს სამოქალაქო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქის ფორმირებას.

მემორანდუმი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში გაფორმდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა