საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

სურათი

23-24 სექტემბერს ბსუ-ში გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით გამართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“. კონფერენცია ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.   კონფერენცია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით“ ფარგლებში იმართება.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები და სტუდენტები, წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრები, წარმომადგენლები გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრატორები.

ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და  ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეალობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე.


ვიწვევთ დაინტერესებული პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი
სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia , www.bsu.edu.ge და www.moecs.ge

ვერბგვერდებზე განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსის, სასკოლო პროექტებისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.

გიწვევთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს და სპეციალისტებს გამოიყენოთ ეს უნიკალური შანსი და მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციაში.


შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: njokhadze@unicef.org და
ანასტასია მშვიდობაძეს, ელფოსტა:  amshvidobadze@unicef.org

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა