
23 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2021. სტუდენტი კონფერენციაში ნაშრომის წარდგენისთვის 2021 წლის 23 ივნისს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს „სამეცნიერო კონფერენციის პროგრამით“ განსაზღვრულ აუდიტორიაში (გთხოვთ იხილოთ დანართი 1).
სექციების მიხედვით გამოვლინდება შემდეგი საპრიზო კატეგორიები:
I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 100 ლარი;
III ადგილი 50 ლარი.
I, II და III ადგილზე გასული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;
სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2021 წლის 23 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
- 2021 წლის 26 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
კონფერენციის ორგანიზატორები:
- ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
- სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ;
- ბსუ-ს ფაკულტეტები;
- სამეცნიერო კვლევების სამსახური.
კონტაქტი: sss@bsu.edu.ge
მობ: 577086068, 593409398

უკან |