დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2021. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ და ნათია წიკლაშვილმა, ფაკულტეტების დეკანებმა და დეკანის მოადგილეებმა კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. სტუდენტური კონფერენციის 19 სექციის 60 მონაწილე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა, რომელთაც ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ბსუ-ს სამეცნიერო ფორუმის პირველ ადგილზე 20 სტუდენტი გავიდა, მეორე ადგილზე - 19, ხოლო მესამეზე - 21. სტუდენტურ კონფერენციაში 180-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |