კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ორგანიზების კონკურსი გამოცხადდა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ორგანიზების ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

Ø  საქართველოში რეგისტრირებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;

Ø  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

კონფერენციის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში გრანტი ერთ განაცხადზე გაიცემა არაუმეტეს 25 000 ლარისა, ხოლო სეზონური სკოლის ორგანიზების კომპონენტების ფარგლებში  არაუმეტეს 15 000 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 28 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3zZknn8


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა