ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ვაქცინაციის კამპანიას ,,აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის”. უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და უპირველესი საზრუნავია, ბსუ იზიარებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და მოუწოდებს აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა. ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია.
უკან |